X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კელი დეგნანს შეხვდა

22 დეკემბერი 2021

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრას, ასევე,  ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს მართვაში არსებულ საგზაო უსაფრთხოების, მაგისტრალური გზების, წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სისტემების, საგანმანათლებლო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად აგრძელებს  საქმიანობას როგორც დეცენტრალიზაციისა და მუნიციპალიტეტების გაძლიერების, ისე  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხელშეწყობის კუთხით. 

საუბარი შეეხო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული,  განვითარების 10 წლიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ სამინისტროს გეგმებს, რომლის განხორციელება გეგმაზომიერად მიმდინარეობს და რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

აშშ ელჩმა აღნიშნა სამინისტროს საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების დიდი მნიშვნელობა ქვეყნის რეგიონების განვითარებისათვის. საუბარი შეეხო სამინისტროს შედეგებსა და გეგმებს საგანმანათლებლო და საბაზისო ინფრასტრუქტურის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოსთვის.